უცხოეთი
საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. აფხაზი მოდელი იალსა ზანთარია ფესტივალ „Tv Start Bosphorus“–ს ერთადერთი მონაწილე გახდა, რომელმაც ერთბაშად ორი ჯილდო – გრან–პრი „Little model“ და ძირითადი ნომინაცია „Foro star“ მიიღო “დიდებული საუკუნის“ საუკეთესო სახისთვის.
8 წლის აფხაზმა მოდელმა ასევე მიწვევა მიიღო ბულგარეთისა და უკრაინის საერთაშორისო კონკურსებზე.
სილამაზის საერთშორისო კონკურსი სტამბულში 22–28 მარტს ჩატარდა.