უცხოეთი
პესკოვმა ამერიკელების მიერ პუტინის მოწონების დაბალი რეიტინგი ახსნა

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დაბალი რეიტინგები აშშ–ში ხანგრძლივი ანტირუსული პროპაგანდის შედეგია.

ეს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენ ვწუხვართ ამის გამო. გვესმის, რომ აღნიშნული ციფრები იმითაა გამოწვეული, რომ მრავალი თვის მანძილზე ამერიკელი საზოგადოება სერიოზულ ანტირუსულ პროპაგანდას ექვემდებარებოდა“, – მოჰყავს ტელეარხ ABC-ის პესკოვის პასუხი წამყვანის კითხვაზე, თუ რითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ ამერიკელთა მხოლოდ 9% დადებითად არის განწყობილი რუსეთის ლიდერისადმი.