საზოგადოება
IRI-ს გამოკითხვის მიხედვით, 67%-ით მარგველაშვილი ქვეყნის N1 პოლიტიკოსია

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)  სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს.

მეორე ადგილზეა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 65%-ით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 55% აქვს.

მეოთხე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე 50%-ით.

IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ოფიციალურად დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდება.