სამართალი
„გივი თარგამაძე სააკაშვილს დააჭერინებს“

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რისთვის ემზადება უკრაინის მთავარი პროკურატურა, რა მასალები ჩაიტანა გივი თარგამაძემ კიევში - ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა.

გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

თარგამაძემ პროკურატურას მის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ მასალებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიგეგმა მის წინააღმდეგ ტერაქტი უკრაინაში. ამ ყველაფრის უკან კი მიხეილ სააკაშვილი იდგა, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.

მარტო თარგამაძის აფეთქების გამო არ მოხდება მისი დაკავება. ეს ტერაქტი მის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი იქნება.

სააკაშვილს უკრაინელები სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებიან. ის აქტიურად იყო ჩართული იარაღის კონტრაბანდაში. სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდა გასაიდუმლოებული სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ვითომ ომში დაჭრილებს მკურნალობდნენ. ამ ცენტრში ადამიანების ორგანოებით მიდიოდა ვაჭრობა.

სერიოზული კითხვები არსებობს ოდესაში შექმნილი საქველმოქმედო ფონდის მიმართაც. ამ ფონდში სააკაშვილი ადგილობრივ ბიზნესმენებს ძალადობრივი გზით არიცხინებდა თანხებს, ამ ფულს კი საქართველოში სხვადასხვა არეულობის მოსაწყობად იყენებდა, – ამტკიცებს წითელაშვილი.

„საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ძალიან მალე დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ“, – განაცხადა მან.