აქტუალური
ორი პოლიტიკოსის ერთი პროგნოზი

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. “უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ქართველმა ხალხმა გადააგდო ბიზანტიელთა, არაბთა, მონღოლთა, თურქთა და კიდევ მრავალ დამპყრობთა მონობის უღელი და მალე ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალ დამპყრობთა ბატონობასაც დაასრულებს!" - წერს მჟავანაძე.

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი კახა ძაგანია კი დარწმუნებულია, რომ ენმ-ს და მისი სატელიტების მთავარი ამოცანა ქვეყანაში არეულობის მოხდენაა.

„ვინაიდან ნაცებს ხელისუფლებაში მობრუნების კანონიერი გზა აღარ დარჩენიათ, მათი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა. რევოლუციების მოწყობაში პროფესიონალები არიან და სურთ, ისევ დარტყმებით დაიბრუნონ ხელისუფლება. უნდოდათ დედა ეკლესიის გამოყენება, მაგრამ უფლის მადლით ვერ შეძლეს და ახლა კუდი აეწვათ, იციან, რომ საბოლოოდ დანაშაული მაინც მათთან მივა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები და არასამთავრობოები მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა”, – აცხადებს იგი.