რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის მიზეზი ქართველების დაქვეითებული პოტენცია კი არა, ხელისუფლებაა!

   სამთავრობო ქალაქი - ორთაჭალის ციხის ნაცვლად, სადაც ალილუევი და ფარაჯანოვი ისხდნენ?!

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), გაეროს გამოკვლევებზე დაყრდნობით, გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ თუ დემოგრაფიულ პოლიტიკას არ შეცვლის, 2050 წლსთვის საქართველოს მოსახლეობა 2 985 000 ადამიანამდე შემცირდება, რაც არასწორია ორი მიზეზით:

ჯერ ერთი, IDFI და გაერო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ოპერირებენ, ამიტომ არ იციან, რომ საზღვარგარეთ (ძირითადად, რუსეთში, საბერძნეთში, თურქეთში, ესპანეთში და გერმანიაში) საშოვარზე წასული არაოფიციალური მიგრანტების გამოკლებით, რომლებიც ჯერ კიდევ ირიცხებიან იუსტიციის სამინისტროს ბაზაში, საქართველოს მოსახლეობა რეალურად უკვე დიდი ხანია, დაახლოებით 2 300 000 ადამიანს არ აღემატება.

მეორეც ერთი, საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება არა 2050 წლისთვის, როგორც გამოკვლევაში წერია, არამედ გაცილებით უფრო ადრე, იმიტომ რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს ოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაცია - შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრების უფლება მიიღეს. და ისინი, ვინც საშოვარზეა წასული, ევროპაში არალეგალებად დარჩებიან, თუმცა, ასე თუ ისე დასაქმებული იქნებიან.

და ამ დროს საკმარისად ზრუნავს კი საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებაზე? ფიქრობენ კი შესაბამისი მინისტრები მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნაზე - ახალი ქარხნებისა და საწარმოების მშენებლობაზე, სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში დასაქმებული მოქალაქეების დახმარებაზე, რათა მათ არ იშიმშილონ და საკუთარ სამშობლოში გამრავლდნენ?

“კვირიკაშვილის მთავრობს სურს, აჯობო სააკაშვილს, რომელმ ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავლაბარში პრეზიდენტის სასახლე და ქუთაისში მეორე პარლამენტი ააშენა!” - კონკრეტულად რომელი მინისტრია დამნაშავე იმაში, რომ ხალხი ასე ალაპარაკდა?

დღევანდელი მთავრობა აპირებს, სამთავრობო ქალაქი ააშენოს (ცხადია, თუ მოასწრებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა!) თბილისის გარეუბანში - ორთაჭალაში, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოდან 2008 წლამდე, 130 წლის განმავლობაში იდგა თბილისის მთავარი ციხე. დიახ, განთქმული ორთაჭალის ციხე, რომელშიც სასჯელს იხდიდა ორი სერგეი - ტალინის სიმამრი, რევოლუციონერი სერგეი ალილუევი და რევოლუციონერი კინემატოგრაფში სერგეი ფარაჯანოვი. აქ აშენდება ახალი შენობები ყველა სამინისტროსთვის, შსს-სა და ავდაცვის სამინისტროების გარდა, ვინაიდან ამ ორ უკანასკნელში ამერიკელი სპეციალისტების მიერ დამონტაჟებული ძვირად ღირებული ელექტრონული დაზვერვისა და სპეცკავშირის აპარატურის დაშლისა და გადატანის უფლებას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო და პენტაგონი არ მისცემენ.

ხოლო თბილისის ცენტრში არსებული ბევრი სამინისტროს  მონუმენტურ შენობებს (მადლობა სტალინსა და ბერიას!), მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს, სადაც ჯერ კიდევ კამო მუშაობდა, კონკრეტული უცხოელი ბიზნესმენები (შესაძლოა - რუსებიც კი) იყიდიან და იქ თავიანთ ოფისებსა და სასტუმროებს გახსნიან.

მაგრამ სამთავრობო ქალაქი აშენდება და მოეწყობა ამ შენობების გაყიდვით მიღებული ასობით მილიონი დოლარით? თუ, როგორც სააკაშვილის დროს, ფული ისევქეშადწავა ჩინოვნიკების ჯიბეებში? მათ შორის - მავანი მაღალჩინოსანი შუამავლიპროცენტებზე, რომელმა კონკრეტული მყიდველი მოიყვანა? მშენებლობა კი ისევ მშიერი ხალხის ხარჯზე მოხდება სახელმწიფო ხაზინიდან, როგორც მიშას დროს?!

ერთი იმედიღა დარჩა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღკვეთს ამ ახირებას, რათა კორუფცია და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა გამორიცხოს. ანდა, თუ ეს ჩვენთვის უცნობი მოსაზრებებით ძალიან მომგებიანია, ამ საქართველოს მასშტაბით უმსხვილეს გარიგებას პირად კონტროლზე აიყვანს. ივანიშვილზე უკეთ ვინ შეიტყობს - რომელი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდება ათზე მეტი შენობა დედაქალაქის ცენტრში, რომელთაგან ზოგი არქიტექტურის ძეგლია?!

იმაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს არამიზნობრივი საბიუჯეტო ხარჯები ამ ბოლო დროს მომრავლებულ საზეიმო შოუებზე სააკაშვილის სტილში! მაგალითად - ბოლო, სამდღიანი, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად.

ეს თანხები ფოიერვერკივით ჰაერში რომ არ გაეფანტათ და მოქალაქეებისთვის დახმარების სახით დაერიგებინათ, ეს უკანასკნელნი სახლში, თავიანთ ოჯახებთან დარჩებოდნენ და უვიზო რეჟიმით შორეულ ევროპაში საშოვარზე გამგზავრებას არ დააპირებდნენ. ხალხი უზომოდ მადლიერი დარჩებოდა მთავრობისა და “ქართული ოცნების”, რომელთა წყალობით უცხო მხარეში არ იწყვეტენ წელს მოსამსახურეებად, შავ მუშებად, ჭურჭლის მრეცხავებად და “სიყვარულის ქურუმებად” მუშაობით! და იმისთვისაც, რომ მათი შვილები დედ-მამის გარეშე არ იზრდებიან, მოხუცი მშობლები კი უპატრონობით არ იხოცებიან, სანამ მათი ქალიშვილები და ვაჟები სხვის მშობლებს და უცხოელთა შვილებს უვლიან! მადლობელი იქნებოდნენ იმისთვის, რომ ბანკიდან სესხის აღება არ უწევთ, რათა, უკიდურეს შემთხვევაში, მგზავრობის ხარჯი აანაზღაურონ და გასაყიდი საქონელი ჩამოიტანონ, მათ შორის - სუბუტექსი...

და კიდევ: ეს თანხები ჯანდაცვისთვის რომ გადაერიცხათ, საქართველოს მოქალაქეები იძულებული არ იქნებოდნენ, სახლები ჩაედოთ ან გაეყიდათ, რათა ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში წასულიყვნენ, რომლებიც “სამედიცინო ტურიზმის” ხარჯზე ზღაპრულად გამდიდრდნენ.

იმ დროს კი, როცა ვიზალიბერალიზებული ქართველები იძულებით ტოვებენ საქართველოს, მას აქტიურად ითვისებენ არაბები, თურქები, ინდოელები და ჩინელები…

ჰოდა, გამოდის, რომ საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის მიზეზი ქართველების დაქვეითებული პოტენცია კი არა, უსულგულო ხელისუფლება ყოფილა: როგორ გავმრავლდეთ ქართველები სეთ პირობებში?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 3 აპრილი