უცხოეთი
ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ყირიმის აღიარება „თავისუფალი წარმონაქმნის“ სახით დაუშვა

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ნატოს ყოფილმა გენმდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ მომავალში ყირიმი შესაძლოა „თავისუფალ წარმონაქმნად“ აღიარონ. ამის შესახებ მან ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მე არ გამოვრიცხავდი შესაძლებლობას, რომ ოდესმე, მომავალში გარემოებები საშუალებას მოგვცემს ყირიმი თავისუფალ წარმონაქმნად განვიხილოთ: იქნება ის ინტეგრირებული უკრაინის შემადგენლობაში თუ სადმე სხვაგან“, – განაცხადა რასმუსენმა.