პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში პრეზიდენტის 7 აპრილს დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ დებატების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ეს არ არის ის ფორმატი, რაზეც დებატები უნდა გაიმართოს. ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუციითაც და ისედაც, ზოგადად ვითარებიდან გამომდინარე და პირველ რიგში, პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, დებატების გამართვა იყოს რაღაც სასურველი ფორმატი“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

„უფრო საინტერესოა არა დებატები ჩვენ შორის, არამედ პრეზიდენტის გამოსვლა, პრეზიდენტის სიტყვაა უფრო მნიშვნელოვანი. პრეზიდენტის შეფასებები, ინსტიტუციის, რომელსაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, მოვუსმინოთ პრეზიდენტს და პოლიტიკური დებატები შეიძლება სხვა დროსაც გაიმართოს პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.