პოლიტიკა
გვინდა შევქმნათ კონსტიტუციის ისეთი მოდელი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. 30 მარტს ბიზნესმენები პარლამენტის თავმჯდომარესა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავდნენ.

ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში, რათა განვიხილოთ აქტუალური თემები, რომელიც აღელვებს საქართველოს ბიზნეს წრეებს, რამეთუ ის პოზიტიური ძვრები, ის პროცესები, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კავშირია ეკონომიკასთან, საინვესტიციო გარემოსთან. გვინდა, რომ ჩვენი შეხვედრა იყოს ღია, მაქსიმალურად ეფექტური, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა  გიორგი გახარიამ.

„დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ამ ხარვეზებმა თეორიულად შეიძლება განაპირობოს ავტოკრატიის ჩამოყალიბებაც კი. ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო წინა რეფორმის კონტექსტი და დღეს გვინდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ნებისმიერი ავტოკრატიის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.