საქართველო, 31 მარტი. საქინფორმი. საფრანგეთში, ზომისა და წონის საერთაშორისო ბიუროში, სადაც ერთი მეტრის, ერთი კილოგრამის და კიდევ 200-მდე ერთეულის ეტალონი ინახება, ახალი - უმადურობის ეტალონი დაამატეს და მას “ერთი მარგველი” (1 margvel) უწოდეს.
საწყენია, როცა სიკეთეს უმადურობით პასუხობენ, მაგრამ ისტორია არ იცნობს პრეცედენტს, ვინმეს უმადურობით ეპასუხოს იმაზე, რომ გააპრეზიდენტეს! დედამიწის ზურგზე არ არსებობს ორგანიზაცია, პიარმენეჯერი ან სპონსორი, რომელიც მარგველაშვილს ან ვინმეს მისი გვარიდან საქართველოს პრეზიდენტად გახდიდა, ამის გაკეთება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომელიც პარტიაც იყო („ქართული ოცნება“), სპონსორიც, პიარ-მენეჯერიც და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც.
“კაი ბიჭი” დუშეთიდან, რომელიც ჩხირებით წინდებს ქსოვს, გიჟდება ბავშვებზე და შინაურ ცხოველებზე...
ახალგაზრდობის კომუნიკაბელური მეგობარი, რომელსაც „ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება“ აქვს...
დემოკრატიული, რომელიც ოცნებობს, „კონსტიტუცია ყველასი იყოს“...
პლასტილინივით რბილი, რომელიც „იმ ფორმას იღებს, საითაც მოისვრიან“...
ეგზისტენციალიზმით გატაცებული ნიცშეს თაყვანისმცემელი, რომელმაც მეგობარ ქალთან მხოლოდ ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მოაწერა ხელი, მანამდე კი საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საიტს, ქართველი ხალხის სამარცხვინოდ, ამშვენებდა „მაკა ჩიჩუა - პრეზიდენტის მეგობარი ქალი“...
და კიდევ, ქართველ ხალხს არ დავიწყებია, რომ ინაუგურაციის მეორე დღეს, როცა ივანიშვილმა უკვე გაპრეზიდენტებულ მარგველაშვილს ურჩია, რაც შეიძლება მალე გადასულიყო ავლაბრის უზარმაზარი სასახლიდან, სადაც სააკაშვილი მასაჟისტებთან, მომღერლებთან და პინისტებთან ორგიებს აწყობდა, უფრო მოკრძალებულ რეზიდენციაში - სხვაგვარად “ხალხი ვერ გაგიგებსო“ – „ერთმა მარგველმა“ უპასუხა: „ფეხებზე მკიდია, ხალხი რას იფიქრებსო!“.
ქართველ ხალხს ახსოვს, რა “დიაგნოზი” დაუსვა მას მარგველაშვილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე: „გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით“...
მაგრამ ამ ბოლო დროს „ერთი მარგველი“ ძალაუფლებამ მთლად შეშალა და საკუთარ თავს უკვე მრავლობით რიცხვში მოიხსენიებს, როგორც პატრიარქი ან მეფე - „ჩვენ, პრეზიდენტმა, გადავწყვიტეთ...“.
რედაქციისაგან: 2013 წელს, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისას, ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „საქინფორმმა“, ბიძინა ივანიშვილის თხოვნის გათვალისწინებით, უპრეცედენტო და უანგარო საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია მარგველაშვილს.
პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, როცა გიორგი ისევ გახდება სიმპათიური ადამიანი - მხიარული და ჭკვიანი თბილისელი, პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი, სამართლიანი და გულისხმიერი ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მიმართ, ჩვენ კვლავაც მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ მას ახალ და აუცილებლად სასიკეთო წამოწყებებში.