აქტუალური
ციანიდის საქმე: დეკანოზი ციხეში რჩება – რატომ შეიცვალა აზრი პატრიარქმა?

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ დეკანოზს არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20-ათას ლარიანი გირაოთი. შესაბამისად, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადადების თაობაზე.

პარალელურად ე.წ.  ციანიდის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. ისინი პროკურატურის მიერ ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ასაჩივრებენ.

გაცამტვერდა ბრალი, რომ დაასაბუთონ სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს ნებისმიერ მოსამართლეზე, გავიტანთ იმასრომ ვაიძულოთ მოსამართლე, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. საქართველოში არაერთი გადაწყვეტილება ყოფილა, რომელიც სტრასბურგიდან დაბრუნებულა უკან და კიდევ ერთ გადაწყვეტილება დაბრუნდება უკან“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამასთან, გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ეკა ხოფერიას „თოქ–შოუში“, მეუფე პეტრემ (ცაავა) – ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თანახმა იყო, რომ დეკანოზი მამალაძე გირაოთი სახლში გაეშვათ. თუმცა თავისი „ცუდი გარემოცვის“ წყალობით აზრი შეიცვალა – როგორც მაშინ, 2005 წელს, როცა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჯერ დაცვის უფროსის, მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და მთავარი ხაზინადარის, იმავე დეკანოზ მამალაძის საქმიდან ჩამოშორება გადაწყვიტა, მაგრამ შემდგომ, გარემოცვის გავლენით აზრი შეიცვალა. „მაშინ რომ შესრულებულიყო პატრიარქის კურთხევა ჩამოშორებაზე, დრეს ამდენი პრობლემის წინაშე არ ვიდგებოდით!“ – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეგადაცემაში.