აქტუალური
ჟენევაში საქართველო მწვავედ დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 28 მარტს ჟენევაში საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. საქართველოს დელეგაცია ორდღიან შეხვედრაზე მწვავედ აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების საკითხს.

ლაპარაკია ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციასა და ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის გაგრძელებაზე.

აქცენტი კეთდება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზეც.