აქტუალური
ლატვიის პრეზიდენტი ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინაააღმდეგ - მარგველაშვილი

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 28 მარტს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს გამორჩეული მეგობარია.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომლებსაც საქართველო და ლატვია ავითარებენ ხალხის საკეთილდღეოდ. პრეზიდენტებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონულ თანამშრომლობაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინაააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.