უცხოეთი
„რუსეთის გარეშე ვერ გადავრჩებით“: ესტონეთში ზომებს მიმართავენ, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ესტონეთში განგაშის ზარი ჩამოკრეს: ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მოსკოვის მიერ ბალტიისპირეთისთვის შეზღუდვების შედეგები – ეს მხოლოდ „მცირე კატასტროფაა“, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია რფ–სთან რიტორიკის გრადუსის შემცირება. კერძოდ, ამისათვის აპრილში დაგეგმილია ოფიციალური ტალინის ვიზიტი მოსკოვში.

მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტის ნეგატიურ შედეგებზე ახლახან ესტონეთის ფინანსური კომისიის თავმჯდომარე მიხაილ სტალნუხინმა განაცხადა. მისი თქმით, რფ–ის წინააღმდეგ სანქციები და მოსკოვის პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობისათვის კატასტროფაა, რომელიც უფრო სერიოზული პრობლემების დასაწყისს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ესტონელმა პოლიტიკოსმა მოუწოდა კოლეგებს, მიმართონ რუსეთს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის წინადადებით.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ყველა პოლიტიკოსი როდი უჭერს მხარს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ესტონეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სვენ მიქსერმა გააკრიტიკა ფინანსური კომიტეტის დეპუტატთა გეგმა და „ზავისკენ გადადგმული ნაბიჯის მცდელობას“ ევროკავშირის პოზიციის შესუსტება უწოდა.