უცხოეთი
მარინ ლე პენი: ევროკავშირი კვდება, ხალხს ის აღარ სჭირდება

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. მოსკოვიდან დაბრუნებული, საფრანგეთის ულტრა მემარჯვენეთა ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი უფრო მკვეთრ  და თამამ განცხადებებს აკეთებს.

"ევროკავშირი იქ მაცხოვრებლებს აღარ სჭირდებათ, გლობალისტებზე გამარჯვების დრო დადგა, ემანსიპაციაზე ვსაუბრობ, განთავისუფლებაზე. ყველა პატრიოტს ჩვენი დროშ ქვეშ გაერთიანებისაკენ მოვუწოდებ,"– აცხადებს საფრანგეთის "ეროვნული ფრონტის"  ლიდერი. 

საფრანგეთში არჩვენების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება,  ძირითად მეტოქეებად  ლე პენს  და ემანუელ მაკრონს მიიჩნევენ.