აქტუალური
ნიკოლოზ მჟავანაძე: გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს სააკაშვილის „მსტოვრებისგან“ დავალება მიიღო

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„16 მარტს, მოგეხსენებათ, მარგველაშვილი ბაქოში იყო ჩაბრძანებული და ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მსტოვრებისგან მან იქ კიდევ ერთი დავალება მიიღო. როგორც ჩანს, იმ 28 ათას ფაილში არსებობს რაღაც კადრები, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი კომპრომეტირებულია! ჩემი ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში მარგველაშვილი აპირებს, შექმნას პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ საბჭოში იმსჯელებენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის შესახებ და დაგეგმავენ მას! პრეზიდენტი არის ქართული სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების მტერი! ვინც კი ხელისუფლებაზე განაწყენებულია, მარგველაშვილმა ყველა დაასაქმა, ყველას ხელფასი მისცა და გულში ჩაიხუტა. მას შემოკრებილი ჰყავს 9 პარტია, სინამდვილეში კი 9 კაცი და აწყობს არეულობის გეგმებს! იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მსგავსი არეულობა თავიდან აიცილოს, აუცილებელია ნიკა რურუასა და “ნაცმოძრაობის” იმ ლიდერების დაპატიმრება, რომელთა კვალიც ბათუმის მოვლენებში აშკარად იკვეთება!“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.