რედაქტორისგან
ძალა ევროპაშია? - საქინფორმი

   სამი დღე გადაბმულად  თბილისშიქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობა“  პომპეზურად და მეგობრულად ვიზალიბერალიზაციას აღნიშნავდნენ  - დღეიდან, ანუ 2017 წლის 28 მარტიდან შენგენის ქვეყნებში ყოველ 6 თვეში 90 დღით უვიზოდ მიმოსვლას მუშაობის უფლების გარეშე.

ევროპის მოედნიდან და აღმაშენებლის პროსპექტიდან ორ ნაბიჯზე კი, სადაც იერვერკები და კონცერტები მიმდინარეობდა - მშრალ ხიდზე, დედაქალაქი ძველმანების ბაზარზე, ადამიანები ძველ ნივებს ყიდდნენ, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ...

ქართველები ოდითგანვე განთქმული იყვნენ თავიანთი მამაკაცური ძალით, სუფრასთან ქართველების საყვარელი სადღეგრძელო იყო "ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!", საქართველოს სახელმწიფო გერბს კი ამშვენებს დევიზი "ძალა ერთობაშია".

მაგრამ ეს ძალიან არ მოსწონდა დასავლეთს, ამიტომ დღეს დასავლეთის ემისრებმა საქართველოში - 20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოთავეობით, USAID-საგან და "მენეჯმენტის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტისაგან" მიღებული დიდი ფულით სააკაშვილის ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე წამოიწყეს ფართო სააგიტაციო-პროპაგანდისტული კამპანია "ძალა ევროპაშია", რომლითაც საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს მოივლიან.

და სად არის რო ძალა, რომელიც ერთობაშია?! საქართველოს უდიდეს ნაწილს, რომელიც "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, და დანარჩენს - ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა, ერთმანეთი სძულთ; ქართველები არ არიან აფხაზებთან და ოსებთან ერთად, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთობა კი საკმაოდ მერყევია... მაგრამ ყველაზე მეტად ქართველები ქართველებს უპირისპირდებიან: ჰომოსექსუალები - ჰეტეროსექსუალებს, სხვა რჯულისანი - მართლმადიდებლებს, მდიდრები - ღარიბებს! ჰდა, სადაც ერთობა არ არის, იქ არც ძალაა...

“ძალა”,  რომელიც  ევროპაშია, მხოლოდ „მეოცნებეებისა“ და „ნაციონალების“ ერთმანეთის “ლობირებისთვის” კმარა, ოღონდ ფარულად, უკნიდან...

საქინფორმი