საგარეჯოს მოსახლეობა მტაცებლებისგან თავს ტყვია–წამალით დაიცავს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქონლის მტაცებლებისგან დასაცავად ფერმერებს ტყვია - წამალი დაურიგა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელის გია ჩალათაშვილის განცხადებით, ზამთრის სეზონზე, საქონელზე მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა.
2 დღის წინ ნიკო სულიკაშვილის ცხვრის ფარას მგლები დაესხნენ და რამდენიმე ცხვარი და ვირი დაგლიჯეს, 1 ბატკანი კი შეჭამეს. „მგლების თავდასხმის შემთხვევები გახშირდა, რის გამოც პრევენციული ზომების გატარების მიზნით, ტყვია-წამალი შევიძინეთ და საქონლის პატრონებს დავურიგეთ“, - აღნიშნა ჩალათაშვილმა.