სამართალი
კრასნოდარის ტელევიზიის გავრცელებული ცნობით, კრასნოდარის სამხარეო სასამართლოში 19 იანვარს საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის ვახტანგ ქუთათელაძის შვილის, გივი ქუთათელაძისა და ალექსანდრე ვეფხვაძის პროცესი გაიმართება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაუსწრებლად, ქუთათელაძეს – 13 წელი, ვეფხვაძეს კი 6 წელი მიუსაჯა. ისინი 2010 წლის აპრილიდან იძებნებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მათი გადამოცემის მოთხოვნა არ გამოირიცხება.