უცხოეთი
ლონდონის ტერაქტმა 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ხუთი გარდაცვლილი და 40-ზე მეტი დაშავებულია. დიდი ბრიტანეთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. 

საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც, შესაძლოა, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.  

დაღუპულთა შორის პოლიციის ოფიცერი და თავდამსხმელიც არიან. 

ლონდონში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. მომხდარს მსოფლიოს ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ.