საზოგადოება
სავიზო რეჟიმი მარტივდება

D_C_visumპირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ. ცნობილია, რომ მოქალაქეები საჭირო ვიზის მისაღებად 60-დან 35 ევრომდე შეღავათით ისარგებლებენ. პენსიონერების, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, უნარშეზღუდული პირების, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების ახლობლების, სტუდენტების, მეცნიერებისა და ჟურნალისტებისათვის სავიზო გადასახადები საერთოდ გაუქმდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები საჭირო ვიზას საბუთების შეტანიდან ზუსტად 10 დღეში მიიღებენ.