უცხოეთი
პუტინმა რფ-ის საზოგადოებრივი პალატის შემადგენლობა დაამტკიცა

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი პალატის წევრები დაამტკიცა. ამის შესახებ ორშაბათს კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა.

საზოგადოებრივი პალატის შემადგენლობაში პრეზიდენტის კვოტით შევიდნენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლეო ბოკერია, ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვლადიმერ ლეგოიდა, ჟურნალისტი ვალერი ფადეევი, კინორეჟისორი ვლადიმერ ხოტინენკო, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე დიანა ღურწკაია, მხატვრული ტანვარჯიშის სრულიად რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი ირინა ვინერ-უსმანოვა, მოჭადრაკე სერგეი კარიაკინი. სულ სიაში 40 ადამიანია.