უცხოეთი
მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. Associated Press-ის ინფორმაციით, მილიარდერი ნიუ იორკში, საკუთარ სახლში დაიღუპა.  

დევიდ როკფელერის ბაბუა - ჯონ როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი მამაკაცია. ის იყო ნავთობკომპანია Standart Oil-ს დამფუძნებელი. სწორედ ნავთობის ბიზნესმა გახადა როკფელერი  პირველი მილიარდერი მსოფლიოში.

მან ასევე დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი. როკფელერები ამ დრომდე ითვლებიან ერთ-ერთ გავლენიან ოჯახად მსოფლიოში.