საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი.
სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდიონი, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ინტერნეტ სივრცეში კადრების გავრცელებული შემდეგ გაკეთებული განცხადებისთვის აკრიტიკებს და პრეზიდენტის განცხადებას "საროსკიპოს ანუ საროსკიპოს მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკსა და ტერმინოლოგიას" ადარებს.
“თქვენ ალბათ ნახეთ, გავრცელდა კადრები, ერთ-ერთი დიდი ყოფილი თანამდებობის პირისთვის რაღაც მრუშობის კადრები გადაუღიათ და ეს გავრცელდა სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ბევრმა ხალხმა ნახა და ამაზე გაკეთდა შეფასებები. რა თქმა უნდა, ღმერთმა მიუტევოს იმ ადამიანს, ვინც ეს მრუშობა ჩაიდინა და მან დიდი სინანული უნდა აჩვენოს, იმიტომ, რომ ღვთის წინაშე არ არის კარები არასდროს დაკეტილი, მან აუცილებლად უნდა შეინანოს, რომ ღმერთმა ის ცოდვა აპატიოს, იმიტომ, რომ წერია "ქორწილი არის წმიდა და საწოლი შეუგინებელი" - ოჯახის ღალატი ეს არის უმძიმესი ცოდვა, რომელზეც ძალიან მძიმე ეპიტემიას იყენებს ეკლესია და კაცის კვლას უთანაბრებს. რა თქმა უნდა, ამ დედაკაცმა ეს უნდა შეინანოს, ღმერთმა მიუტევოს მას ეს და მისცეს სინანული, რომ ეს შეინანოს. მაგრამ როგორ შეფასდა ეს ყველაფერი? სამწუხაროდ, მასმედიაში, ხელისუფლების წევრის გამოსვლაში, ზოგიერთი პარლამენტარის გამოსვლაში სრულიად მოულოდნელი შეფასებები იყო აბსოლუტურად. ისეთი, რომ კიდევ უფრო დიდი შიში დანერგა ჩვენში, დავინახეთ, რომ ჩვენი ერი გაცილებით მძიმედ არის ცოდვებში ჩაძირული... სახელმწიფოს მეთაური გამოდის ტელევიზორში და ამ ფაქტს ასეთ შეფასებას აძლევს - იცით რაო?! რა არის ამაში ცუდი, მე ძალიან მდიდარი სექსი მქონდაო, მაქვს და მექნებაო. არაფრით არ არის ეს სახელმწიფოს მეთაურის ლაპარაკი. როგორ შეიძლება, ეს შეადარო დავით აღმაშენებლის, ჩვენი მამულიშვილების ლაპარაკს? ეს არის საროსკიპოს ანუ ბარდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი და მისი ტერმინოლოგია. ასეთ საშინელ და უბედურ დღეში ვართ ჩვენ - ასეთ ადამიანებს დღეს სახელმწიფოში თანამდებობები უჭირავთ. თუ ჩვენ, სამღვდელოება ხმას არ ამოვიღებთ და არ დავგმობთ ამ საშინელებას, პირველ რიგში, ჩვენ მოგვკითხავს უფალი. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, რომ არ მოუსმინონ ასეთ სიბილწეს. გინდა პარლამენტარი იყოს, გინდა სახელმწიფოს მეთაური და ჩვენ რადგან მოგვცა ღმერთმა საშუალება, რომ თვითონ ავირჩიოთ ვინც გვინდა, რომ თუ არ იქნება ისეთი ჩვენი ხელისუფლება, როგორიც ღმერთს მოსწონს, პირველ რიგში, ჩვენ დავისჯებით - ქართველი ხალხი. იმიტომ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. ამიტომ ფრთხილად იყავით, როდესაც არჩევნები იქნება, არაფრის დიდებით არ მიუშვათ ხელისუფლებაში ის ხალხი, ვინც ასეთი აზროვნებისაა. ვინც ზნედაცემული და გარყვნილია. თორემ გახსოვდეთ, პირველ რიგში, ღვთის წინაშე ერს მოეკითხება. კაცი, რომელიც ოჯახს ღალატობს, დედაკაცი, რომელიც ოჯახს ღალატობს, ორ შაურად გაყიდის თავის ქვეყანას. თავისი ოჯახი არ უყვარს და ქვეყანას შეიყვარებს?! სინანული კი არა, ტრაბახობს, ამაშია მთელი უბედურება. და სხვასაც მოუწოდებს, ასეთები იყავითო. უბედური! გარყვნილი! მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე არ გაგრძელდება დიდხანს. დედაღვთისმშობელი ამას არ გააგრძელებინებს ასე... ამათ ეს მოწონთ, მათში არის ცოდვა და ასიამოვნებენ ოკეანის გაღმელ თავის მეგობრებს, დამფინანსებლებს და გრანტის მომცემებს",- ბრძანა ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა.