პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება

   საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქ–გვერდი იტყობინება, პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში შეეხება საქართველოს მოსახლეობისათვის საჭირბოროტო ყველა თემას, მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობას, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.