საზოგადოება
ბათუმელებმა ნათლისღების დღესასწაული ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს

batumi-natlisgebaბათუმელებმა ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს. ბათუმის მოსახლეობა, მათ შორის ბავშვებიც წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ და სიმბოლურად ზღვაში ერთად შევიდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიცია მეუფე დიმიტრის ინიციატივით 12 წლის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ არც ერთ წელს არ დარღვეულა.