აქტუალური
“ეს არის განცხადება განაწყენებული მონისა, რომელიც გააგდეს სათავადო კარვიდან” - ოპოზიცია

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. უსუფაშვილის მხრიდან კრიტიკა არაფრის მომცემია, მიაჩნია ოპოზიციას და ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და მის არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობს.

ჩემს სურვილებში ნამდვილად  არ შედის ბატონი უსუფაშვილის კრიტიკა, მაგრამ სამწუხაროდ, თვითონ იყო არაფორმალური მმართველობის შემწე, საერთაშორისო პრესაში მათ შორის, და ამბობდა, რომ ეს კარგია. დღეს რომ მან შეიცვალა პოზიცია, ეს კარგია, მაგრამ კრიტიკა მისი არაფრის მომცემია. მნიშვნელოვანია არაფორმალური მმართველობის შეცვლა“, - განაცხადა რურუამ.

ეს არის განცხადება განაწყენებული მონისა, რომელიც გააგდეს სათავადო კარვიდან და მეორეს მხრივ, ის ცდილობს, ასეთი ხმაურიანი განცხადებებით გარკვეული პრეფერენციები შეიძინოს“, - აღნიშნა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

“ბატონი უსუფაშვილი ამ არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი შემოქმედი თავად არის და თავადაც არის პასუხისმგებელი ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობაში შეყვანაზე“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.