აქტუალური
აშშ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯარისკაცებისთვის საკონტრაქტო სამსახურის შეთავაზებას

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მწვავე კრიტიკა რადიო “თავისუფლებასთან” კომენტარში დააფიქსირა.

შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნათელია, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, რფ–ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს  ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ.

რუსეთის მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა სამხრეთ ოსეთისსამხედრო ძალებისრუსეთის სამხედრო ძალებთან შეერთების შესახებ შეთანხმების პროექტი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, შეთანხმების პროექტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სხვა ფედერალურ ორგანოებთან კოორდინაციაში მოამზადა. ასევე, დოკუმენტის თანახმად, ის შეთანხმებულია სამხრეთ ოსეთის მხარესთანაც.შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი ხდება.