რედაქტორისგან
უსპონსოროდ დარჩენილმა მარგველაშვილმა ანტისახელმწიფოებრივი საპრეზიდენტო კამპანია სახელმწიფო სახსრებით წამოიწყო! - არნო ხიდირბეგიშვილი

    ბოლო 3 წლის გამავლობაში ათობით პუბლიკაციაში ვწერ, რომ მთელი ეს წლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაგნიტივით იზიდავდა მთავრობითა და „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოებს, რათა საკუთარი ფიგურის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის, ძირითადად - უსუფაშვილის და ბოკერიას ორი „ახალი“ პარტიის დახმარებით მეორედ გამხდარიყო პრეზიდენტი, თანაც - ისეთი ფართო უფლებამოსილებებით, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა.

2017 წლის 24 თებერვალს ტელეარხ „ობიექტივის“ გადაცემაში „სამოქალაქო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ განვმარტე: „უმაღლესი რანგის ლეგიტიმური ოფიციალური პირი მარგველაშვილი - ყველაზე უფრო მოსახერხებლი „ხერხემალია“, რომელზეც დასავლეთი „ჩამოკიდებს“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, მოსყიდულ მედის, საექსპერტო წრეებსა და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს,  რათა 2018 წელს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ლობირებით, „კარალევა მარგო“ მეორე ვადაზე გაუშვას“.

ასეც მოხდა - სააკოვის სახელობის ავლაბრის სასახლიდან ოდნავ უფრო მოკრძალებულ, მაგრამ შეუდარებლად გემოვნებიან საპრეზიდენტო სასახლეში გადასვლაზე უარის თქმის და დაუსრულებელი ვეტოების შემდეგ, მარგველაშვილი 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ღია კონფრონტაციაზე გადავიდა - სათავეში ჩაუდგა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პროტესტს და პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის საბოტაჟი დაიწყო.

2017 წლის 10 მარტს მარგველაშვილმა ზემოთ ჩამოთვლილი ლობისტი-მხარდამჭერები ავლაბრის მ.სააკაშვილის სახელობის სასახლეში  მიიწვია - ვითომდა ახალი კამპანიის პრეზენტაციაზე, რომლის სლოგანია „კონსტიტუციაყველასია (გადაბმულად, Крымнаш“-ს მსგავსად). სინამდვილეში კი ავისი ახალი საპრეზიდენტო ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის პრეზენტაციაზე, სადაც მივიდა მარგველაშვილის ფიგურის ირგვლივ გაერთიანებული მთელი ზემოჩამოთვლილი სპექტრი: ოპოზიციური კოალიციის ყველა ლიდერი ხათუნა გოგორიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც საკუთარ ტრუსში დამალული შეჰქონდა ცესკო-ში არჩევნების გაყალბებისათვის აუცილებელი რაოდენობის ბიულეტენები; ყველა საელჩოს და სოროსის ბალანსზე მყოფი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები: „რუსთავი 2“-ს უდუმაშვილი, ყველაფრის „ექსპერტი“-პროქტოპოლიტოლოგები და მსგავსი გაყიდველი ვიგინდარები.

13 მარტს კამპანია „კონსტიტუციაყველასია“ კახეთში - თელავში გაგრძელდა, შემდეგ კი - ყველა რეგიონს, რაიონს, ყველა ქალაქსა და სოფელს მოიცავს. კონსტიტუციაში ცვლილებების საერთო სახალხო განხილვის საბაბით, პრეზიდენტი მარგველაშვილი სახელმწიფოს ხარჯზე იმოგზაურებს მთელ საქართველოში თავის გუნდთან ერთად და აგიტაციას გასწევს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის და აკონსტიტუციო კომისიის, “ქართული ოცნების” და მთავრობის წინააღმდეგ, რომლის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს ერთი კერძო ინსტიტუტის უცნობი რექტორის პირველი საპრეზიდენტო კამპანია დაასპონსორა! და, ცხადია, აგიტაციას გასწევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას, ასეთ „პრინციპულსა და დემოკრატს, კეთილს, განათლებულსა და, ამავდროულად, უბრალოს“ მისცენ ხმა!

წარმოშობით, მომზადებითა და მენტალიტეტით რაზნოჩინელი მარგველაშვილი თავისი მეგობრების - აწ განსვენებული ჟვანიას და ჯერ კიდევ ცოცხალი სააკაშვილის ზუსტი ასლია, ამიტომ სააგიტაციო კამპანიის დროს ის აუცილებლად მიმართავს მათ საყვარელ ნაცად მეთოდებს - დემაგოგიას და პოპულიზმს: „მე თქვენს უფლებებს ვიცავ, ჩემო ხალხო! კონსტიტუცია არც მე მეკუთვნის და არც ხელისუფლებას, ის თქვენ გეკუთვნით! მე ვიბრძვი, რომ პრეზიდენტი აირჩიოთ თქვენ და არა პარლამენტის ჩინოვნიკებმა, რომლებსაც თქვენ ქირაობთ იმისთვის, რომ მათ თქვენი დაკვეთა შეასრულონ! მე ვიბრძვი, რომ საქართველოში იყოს სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული ევროპული ღირებულებები!“ - ამგვარ თეზისებს გადაისვრის მარგველაშვილი ბრბოში და ინტელიგენტი რაზნოჩინელის მთელ მომხიბვლელობას აამოქმედებს, რომლითაც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი მოხიბლა... მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტ ცინიზმი, ვიდრე ადამიანებს შესთავაზო იმის გადაწყვეტა, რაშიც ვერ ერკვევიან, თანაც - საკუთარი კარიერული მიზნებით?!

თუმცა, არა მგონია, მარგველაშვილმა მოახერხოს თანამოქალაქეების მოტყუება და თავისკენ გადაბირება - ქართველი ხალხი, შესაძლა, ბოლომდე ვერ გაერკვა, ვისი ხილვა უნდა თავის ხელმძღვანელად, მაგრამ ის კი ზუსტად იცის - ვინ არ სურს! არ სურს სააკაშვილის ნაციონალები, მათი ძველი და ახალი მოკავშირეები, რაც  გასულ შაბათს „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერად ჩავარდნილმა „კონცერტმა“ დაადასტურა! როგორც ვნახეთ, აქციაზე, ერთკვირიანი ტელეაგიტაციის და  „საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“ პარტიებისა და ფართო მასების მიწვევის მიუხედავად, ორგანიზატორების და პოლიციის ჩათვლით, სულ 1000-მდე ადამიანი მივიდა...

ამასობაში კი სრული სვლით მიმდინარეობს სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო თამაშები - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბევრად უფრო მრავალრცხოვანი მრევლი ჰყავთ, ვიდრე პოლიტიკოსების ელექტორატია, საკუთარი „საპრეზიდენტო კამპანია“  - ბრძოლა პატრიარქის ტახტისათვის წამოიწყეს... ბათუმში გასულ შაბათს პროვოცირებული იქნა 2003 წლის შემდეგ არნახული მასობრივი არეულობა „თურქული აქცენტით“, საქართველოს შავი ზღვისპირეთში და ვაზიანში კი სულ მალე ნატოს ბაზები გაიხსნება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 17 მარტი