საზოგადოება
უიღბლო ჯარისკაცი მაკკეინი, რომელმაც ამერიკის არმიას ვიეტკონგზე მეტი ზარალი მიაყენა, სააკაშვილის ტელეკომპანიის დასაცავად გამოვიდა

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელმაც სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა, რისთვისაც ამ უკანასკნელმა სენატორი „ამერიკელ ქართველად“ და „საქართველოს ნომერ პირველ მეგობრად და ლობისტად“ მონათლა, “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სააკაშვილის კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მხარდასაჭერად განცხადება გააკეთა.

ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებარუსთავი 2”-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას“, - ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ ადმირალის ვაჟიშვილის – ახალგაზრდა პილოტი მაკკეინის წყალობით ამერიკის არმიამ სამი ძირადღირებული გამანადგურებელი დაკარგა იმის ჩათვლით, რომელში მჯდომი ჯონიც ჰანოეს თავზე ჩამოაგდეს და რომელიც ვიეტნამის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ტბაში ჩავარდა. დანარჩენი ორი მან ნაკლებ გმირულად ჩამოწერა – ფრთით გაედო ელექტროგადამცემ ხაზებს, ასევე, ჩაძირა თვითმფრინავი, ავიამზიდის ბორტზე მარცხიანი დაჯდომისას ბორტის მიღმა აღმოჩენილმა...

როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს მაკკეინი, რომელმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადა დემოკრატია ვიეტნამში ტყვედ ჩავარდნილმა, სადაც მრავალი წელი გაატარა და ბოლოს სსრკ–ის კა–გე–ბეს თანამშრომლობის ხელწერილი დაუდო.

ამასთან, უიღბლო ჯარისკაცი მაკკეინი, რომელმაც, თავისი „სამხედრო“ გმირობების გამო ამერიკის ციხეს თავი მხოლოდ მამამისის – აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ადმირალის წყალობით დააღწია, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“.