აქტუალური
მარგველაშვილი კონსულტაციებს მხოლოდ ნაციონალებთან მართავს, „ქართული ოცნება“ არ მივიდა

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პრეზინდენტ მარგველაშვილს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 21 მარტს ეწურება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას კონსულტაციებთან დაკავშირებით უმრავლესობა ოფიციალურად არ გამოხმაურებია.

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია უმრავლესობისგან. თუმცა, მივიღეთ გამოხმაურება “ევროპული საქართველოსგან” და “ნაციონალური მოძრაობისგან”. დღეს პრეზიდენტი შეხვდა ამ ფრაქციების წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათ შეხედულებებს კანონთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს და ვიფიქრებთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით", - აცხადებს ანა დოლიძე.