პოლიტიკა
პრემიერმა ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეფასა

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა  მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგად ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავიდან აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

„მინდა, მადლობა ვუთხრა პოლიციელებს ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი  სახელმწიფო მოხელეებს – აჭარის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო პროცესებში. გამოძიება მიმდინარეობს, არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა.  გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება, მივა დასასრულამდე და აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, – აღნიშნა პრემიერმა.