საქართველოში საარსებო მინიმუმმა 149.6 ლარი შეადგინა

საქართველოში საარსებო მინიმუმმა 2010 წლის დეკემბერში 7 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში საარსებო მინიმუმმა 149.6 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი დეკემბერში 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,6%–ით გაიზარდა.
„საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2010 წლის აგვისტოდან, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატებით“, - განმარტეს საქსტატში. სპეციალისტები საარსებო მინიმუმის ზრდას არც 2011 წელს გამორიცხავენ.