აქტუალური
ბათუმის მოვლენების შემდეგ ენმ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად გადაიქცა - არჩილ თალაკვაძე

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის აქციაში მონაწილეობით თავისი ნამდვილი სახე აჩვენეს:

„შეკითხვებს უკვე ვსვამთ ჩვენ და მათ უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს. მე ვფიქრობ, გუშინ დასრულდა დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ასაღებდა ჩვენს ოპონენტ და კონკურენტ პარტიად. ბათუმის მოვლენების შემდეგ ისინი გადაიქცნენ ქვებით შეიარაღებულ რადიკალურ ჯგუფად. გახსოვთ, მათ სოლიდარობაც კი გამოუცხადეს ამ აქციას და დააანონსეს ამ აქციის მხარდამჭერი შეხვედრები მთელ საქართველოში. დანარჩენ საკითხებს უკვე გამოძიება გასცემს პასუხებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.