აქტუალური
“რუსთავი 2”-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

"დღეს სწორედრუსთავი 2”-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი. თქვენი ტელეარხი ძალიან პოპულარულია, უამრავი ადამიანი უყურებს თქვენს გადაცემებს. ის ფაქტი, რომ გაქვთ პოზიტიური, კონსტრუქციული და კრიტიკული მიდგომა ახალი ამბების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც ძლიერი უმრავლესობა არსებობს და მთავრობას შეუძლია, თავი მშვიდად იგრძნოს პოლიტიკის გატარებისას პარლამენტის სრული მხარდაჭერით, არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას უფრო დიდი როლი ეკისრება. ამიტომ საფრანგეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა და განცხადება გააკეთა საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოგვისმენს“, - განაცხადა საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ, რომლის განცხადებითაც, სტრასბურგის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო.

„ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება... ევროკავშირში ყველას ესმის, რომ “რუსთავი 2” გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში. სწორედ ამიტომ გყავთ ბევრი მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა, ჩავერიოთ სასამართლოს საქმეებში და გვინდა, იმედი გვქონდეს, რომ მთავრობაც არ ერევა სასამართლოს საქმეებში", - განაცხადა ელჩმა.