აქტუალური
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში პირველად გაიმართება

  საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. პრემიერი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომსაქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.