სამართალი
უცნაური სიხარული და ნიშნის მოგება მომავალ თვეში დასრულდება - თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი.  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას  განაცხადა.

ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ, გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შეინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის, მერწმუნეთ, რომ მომავალ თვეში ეს ყველაფერი დასრულდება, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რა კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან, თალაკვაძემ უპასუხა: „რუსთავი 2” აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში“.