საზოგადოება
მომსახურების სააგენტო მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს

auctiongeფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტ-აუქციონზე განცხადების განთავსება 2011 წლის 1 მარტამდე მხოლოდ 1 ლარად შეეძლებათ, მიუხედავად ქონების საბაზრო ღირებულებისა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა ეკა ჟვანიამ განაცხადა, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს და წარადგინოს საკუთარი უძრავი თუ მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც ვებგვერდზე http://www.eauction.ge მისი განცხადება განთავსდება და ერთი თვის განმავლობაში მიიღებს აუქციონში მონაწილეობას.

ეს კეთდება იმისათვის, რომ ხალხი დაინტერესდეს ჩვენი სერვისით, ინტერნეტაუქციონით. მსგავი მომსახურება საქართველოს არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ არის და, პრაქტიკულად, ჩვენი ექსკლუზივია.

1 მარტიდან ვებგვერდზე ქონების შესახებ ინფორმაციის განთავსება დაინტერესებულ პირს დამოუკიდებლად შეეძლება, - განაცხადა ეკა ჟვანიამ.

მართალია, 1 მარტიდან ინტერნეტაუქციონის მომსახურების ფასი შეიცვლება, მაგრამ ის მაინც არ გახდება საბაზრო და არ იქნება ბევრად განსხვავებული დღეს არსებული ფასისაგან.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების აღნიშნული სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს დღეიდან შეეძლებათ.