აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა დაათვალიერა.

თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია სამხედრო მზადყოფნისთვის ზოგადად. ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომავალში, რათა ადგილზე შევძლოთ არა მხოლოდ შეკეთება, არამედ, სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობით, უფრო მეტი ადგილობრივი სამხედრო პროდუქციის წარმოებაც“, - აღნიშნა მან. 

ლევან იზორიამ ბაზაზე ჯავშანტექნიკის, არტილერიის, აგრეგატებისა და სხვა საამქროები დაათვალიერა. მინისტრი ბაზის ისტორიას, ამოცანებსა და მიზნებს ადგილზე გაეცნო და  პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა.