საზოგადოება
იან კელი დამოუკიდებელი საქართველოს მთელ ისტორიაში აშშ-ს ყველაზე სამარცხვინო ელჩია! – საქინფორმი

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განცხადება გააკეთა რუსთავი 2”-ის საქმის გარშემო პერიპეტიებთან დაკავშირებით, რომლის გადაცემის შესახებაც უწინდელი კანონიერი მფლობელისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „უვადოდ შეაჩერა“ სტრასბურგის სასამართლომ.  

იან კელის თქმით, შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით „რუსთავი 2“–ის საქმის სამართლებრივ განვითარებას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, რადგან თქვენი ქვეყანა არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში. ჩვენ გვინდა, რომ არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები, რაც ყველა დემოკრატიას სჭირდება. ამისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მედიაპლურალიზმია, იმის საშუალება, რომ ყველას ხმა იყოს გაჟღერებული“, -განაცხადა იან კელიმ.

„საქინფორმმა“ შეადარა საქართველოში აშშ–ის ყველა ელჩის საქმიანობა და განცხადებები თბილისში ამერიკის საელჩოს გახსნის შემდეგ და დაასკვნა, რომ ამდენი ცრუ განცხადება და ასეთი დაუფარავი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ზეწოლა მისი ხელისუფლების ყველა შტოზე, როგორც ამას იან კელი ახორციელებს, არავის მოუმოქმედებია!

„საქინფორმი“ ეჭვობს, რომ ელჩი კელი დღეს უფლებამოსილი იყოს განაცხადოს, რომ „აშშ ყუარდღებით აკვირდება „რუსთავი 2“–ის საქმეს“, რაც შეეხება „დემოკრატიის ნიმუშს“, „საქინმფორმი“ უბრალოდ შეახსენებს ელჩ კელის, რომ აშშ „დემოკრატიის შუქქურად“ აცხადებდა პრეზიდენტ სააკაშვილსაც – სწორედ იმ დროს, როცა საქართველოს ციხეებში სასიკვდილოდ ცემდნენ და აუპატიურებდნენ ათასობით პატიმარს! განა ელჩმა კელიმ პირადად არ ნახა ამ წამებების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც შსს–ში ინახება?! ნახა!

დიახ, დღეს საქართველოში ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში, რომლის მართვასაც ბედავენ აშშ–ის ელჩი და არასამთავრობო ორგანიზაციები – სოროსის ფონდის ფილიალები, თუკი ელჩ კელის ეს „დემოკრატია“ ჰქონდა მხედველობაში...

ღვთის გეშინოდეთ, ელჩო კელი, თუკი, რასაკვირველია, იგი გწამთ! როგორ არ გრცხვენიათ, განაცხადოთ, რომ სააკაშვილის პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ „მედიაპლურალიზმის მაგალითია, რომელიც ყველა ხმის გაჟყერების საშუალებას იძლევა“?! ვის ატყუებთ – საკუთარ თავს თუ სახდეპს?! საქართველოში ხომ დიდი ხანია აღარავის მოტყუება აღარ გამოგდით...

საქინფორმი