უცხოეთი
WikiLeaks ცსს–ს სერვერების შესახებ იტყობინება, სახელწოდებით PocketPutin

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მოსმენებისთვის ხუთი ფარული სერვერი აქვს, სახელწოდებით PocketPutin,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია WikiLeaks მიკრობლოგ „ტვიტერში“ ავრცელებს.

ერთი დღით ადრე, WikiLeaks-მა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მასალების პირველი ნაწილში 8761 დოკუმენტია განთავსებული და მიუთითებს ყველა გლობალურ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და ტელევიზორების გატეხვა.

ჩანაწერებში ნაჩვენებია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს შეუძლია ყველა სახის მოწყობილობაში შეაღწიოს, მათ შორის iPhone-ში, ისევე როგორც Android-ის ოპერაციულ სისტემასა და Windows-ში.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობა აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს (NSA)ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა დაადასტურა. The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) "მასიურ ნადირობას გეგმავს“, რათა გაირკვეს, თუ როგორ მოიპოვა „ვიკილიქსმა“ წვდომა ინფორმაციაზე.