საზოგადოება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესაბამისი ლაბორატორიის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა შესაძლებელი გახდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
როგორც ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური აცხადებს, შეძენილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურა – არადესტრუქციული პორტატული ენერგო-დისპერსიული რენტგენო-ფლუორესცენტული სპექტრომეტრი – შესაძლებლობას იძლევა, უფრო სრულყოფილად შევისწალოთ ლითონწარმოების უძველესი ნიმუშები, რომლებიც დიდ ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.