პოლიტიკა
12-დან 7 ქალაქში მერს, არჩევის ნაცვლად, დანიშნავენ

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ, შესაძლოა, ქალაქის ხელმძღვანელის არჩევა 12-დან მხოლოდ 5 ქალაქში შეძლოს. მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მალე შევა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობენ.

საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად, საზღვრების თავიდან დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება უნდა მოხდეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.