საზოგადოება
სააკაშვილმა უბრძანა, ჩაეძირათ გემი, რომელზეც ჟირინოვსკი და ლუჟკოვი იმყოფებოდნენ

    საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი.აქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის დასაწყისში განკარგულება გასცა, ჩაეძირათ გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები - რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი. ამის შესახებ, kp.ru-ს გადმოცემით, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორ ჭელიძემ მოუთხრო. “სააკაშვილმა ზურაბი გამოიძახა (საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ზურაბ ირემაძე) და უთხრა, რომ სოხუმიდან მოემართება გემი, რომელზეც ჟირინოვსკი და ლუჟკოვი იმყოფებიან, და ეს გემი უნდა ჩაძიროთ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ორი ღის შემდეგ ირემაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა”, - იხსენებს ჭელიძე. მისი თქმით, ცხედრის ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

2004 წლის 3 აგვისტოს სააკაშვილმა ბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ და ჩაეძირათ ყველა გემი, რომელიც თბილისის გვერდის ავლით აფხაზეთში შესვლას შეეცდებოდა. ჟირინოვსკი რლდპ-ის 40 წევრის თანხლებით სასეირნო კატარღა “აკაციით” რუსეთიდან აფხაზეთისკენ 11 აგვისტოს გაემგზავრა. სულ გემზე 120 მგზავრი იყო.