საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე სამეგრელოშია

LevanGachechiladze,,ქართული პარტიი’’ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე სამეგრელოში ერთ კვირას დარჩება. ის უკვე შეხვდა აბაშის, ხობის, სენაკის, ზუგდიდის მოსახლეობას. დაგეგმილია შეხვედრები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებში. სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდში ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ლევან გაჩეჩილაძემ პურის ფქვილი დაურიგა, ხოლო ზუგდიდში ,,ქართული პარტიის’’ სამეგრელოს რეგიონული ოფისი გახსნა.

სამეგრელოს მოსახლეობამ მას საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევაში დახმარება სთხოვა, რადგან, მოსახლეობის განმარტებით, ისინი იმყოფებიან შიშის ქვეშ, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და მხოლოდ სახელმწიფოებრივი ტელევიზიებისა და სხვა ალტერნატიული არხების ყურების შესაძლებლობა გააჩნიათ. ,,ასეთი არაფორმალური შეხვედრები მაძლევს იმის საშუალებას, თუ როგორ ვიმოქმედო, რათა შევცვალოთ ხელისუფლება’,’ - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

ზუგდიდში ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას წამოიწია ნინო ბურჯანაძესთან მისი სკანდალური დაპირისპირების საკითხი. ლევან გაჩეჩილაძემ ყოველივეს ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უწოდა.