სამართალი
რატომ დაიკითხა შორენა თეთრუაშვილი გასაიდუმლოებულად - დეკანოზ მამალაძის ადვოკატები

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვა აქვს პროკურატურასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს. ადვოკატები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი მამა გიორგის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

რაც შეეხება იარაღს, დაცვის მხარის მტკიცებით, იარაღი ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის და გიორგი მამალაძე მას თხოვნის საფუძველზე ინახავდა.

"როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, ეს იარაღი ეკუთვნოდა ირაკლი მამალაძეს, რომელმაც სთხოვა, რომ რამდენიმე დღე ყოფილიყო მასთან სახლში. იყო არაოფიციალური, გაუფორმებელი, რეკომენდაცია მისცა, რომ წაეღო და ჩაებარებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რაზეც ირაკლი მამალაძემ უთხრა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ წაიღებდა, მაგრამ რამდენიმე დღე შეიცვალა მერე სხვანაირად და მამა გიორგი დღეს არის ბრალდებული და დაკავებული“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.