პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე “რუსთავი 2”-ში მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს

  საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი.  პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ამ თემაზე განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში გააკეთა და პოზიცია უცვლელი რჩება.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შენარჩუნებული იქნეს არსებული სტატუს კვო“, - განაცხადა აბაშიშვილმა.