აქტუალური
„რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ: სახელმწიფომ ჩვენ უნდა გაგვიმყაროს პოზიცია- ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ კი მისი 36- მუხლი ითვალისწინებს მესამე, დაინტერესებული მხარის ჩართვას პროცესში განსაკუთრებულ შემთხვევებში, და ასევე, წესების 44- მუხლი არის, რომელიც კონკრეტულ პროცედურას განმარტავს. ამ პროცედურის შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა, ვინაიდან ეს დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, არის ჩვენი ინტერესი, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა ეს წილები და, შესაბამისად, პირდაპირ ზიანს აყენებს ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არის შეჩერებული დროებით, შესაბამისად, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, მოვითხოვეთ ამ პროცესში ჩართვა“, - აცხადებს სალია.

„სახელმწიფომ ჩვენ უნდა გაგვიმყაროს, მე მგონი, პოზიცია, ვინაიდან საქართველოს სახელით გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ქიბარ ხალვაში იქნა მესაკუთრედ ცნობილი“, - აღნიშნა პაატა სალიამ.