აქტუალური
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დეპუტატებმა ათზე მეტი საკითხი განიხილეს.

ერთ-ერთი ბოლო კანონპროექტი, რაზეც კანონმდებლებმა იმსჯელეს და პირველი მოსმენით მიიღეს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებია.

საქმე ეხება არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლისთვის სანქციების გაზრდასა და უკონტაქტო პატრულირებას.

ამოვწურეთ ყველა ის თემა, რომლიც უკავშირდებოდა იგივე 100-ქულიანი სისტემის მოქმედებას მართვის მოწმობაზე, უკონტაქტო პატრულირებას. შევქმენით ისეთი სისტემა, რომელიც, ერთის მხრივ, იმ მიზნებს ასრულებს, რის გამოც ჩვენ შემოვიტანეთ ეს პროექტი და მეორეს მხრივ, არასამთავრობოების ყველა კითხვა, ყველა რისკი, რასაც ისინი სვამდნენ, დაბალანსებულია“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

რაც შეეხება “ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივას” მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, კომიტეტმა ის ჩააგდო.