აქტუალური
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაზე "აბსურდულს" უწოდებს

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე პრემიერის ინიციატივას „აბსურდულსა და სასაცილოს“ უწოდებს.

ხელისუფლებამ მიიტანა იერიშირუსთავი 2”-ზე, ხელისუფლებამ გადასხა დესანტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ხელისუფლება ახდენს მედიასივრცის მონოპოლიზაციას და ახლა გვთავაზობს, რომ საკუთარი თავისგან დასაცავად უნდა შექმნას რაღაც ომბუდსმენის ინსტიტუტი. აბსურდული და სასაცილო განცხადებაა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებას დარჩა, “რუსთავი 2”-სთვის თავის დანებებაა.

რა ინსტიტუტიც არ უნდა შექმნას ახლა კვირიკაშვილმა ივანიშვილთან ერთად, იმ ზიანს, რომელიც მიადგა უკვე სახელმწიფოსრუსთავი 2”-ის მიტაცების მცდელობით, ვერანაირად ვერ აანაზღაურებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ქვეყანას მედიაომბუდსმენი კი არ სჭირდება, არამედ საჭიროა, ხელისუფლება არ ჩაერიოს თავისუფალი ტელევიზიის საქმიანობაში, რასაც „დამონებული სასამართლოს“ მეშვეობით ახორციელებენ.